კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ პოლიპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, პარლამენტთან შიმშილობის აქციას იწყებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ფოფხაძის თქმით, დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველანაირ ლეგიტიმურ პროტესტს რეპრესიას უპირისპირებს, რის გამოც გადაწყვიტეს, რადიკალურ ფორმას მიმართონ.
„შეიქმნა ისეთი რეალობა, როდესაც პროტესტის მონაწილეებს ყოველდღიურად იჭერენ. ქვეყანა დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ, ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს არის პროტესტის ახალი ფორმა. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და პოლიტპატიმრები, ქვეყანა ვერ განვითარდება.
ქუჩის გადაკეტვა არ არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. შიმშილობით უნდა მოვახდინოთ პროტესტის ახალი კერის გაჩენა. რასაც ხელისუფლება რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო აკეთებს, მიმაჩნია, ამას უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა. ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ არის ეფექტური. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ადეკვატურია იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ შექმნა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. ცხვიტარიას თქმით, შიმშილობის დაწყებას გაცილებით მეტი ადამიანი აპირებდა, თუმცა, ისინი დააკავეს.
„ძალიან ბევრი ვიყავით სიაში და ამ სიიდან 10 თუ 15 ადამიანი დაკავებულია. ვფიქრობ, რომ ახლა რუსთაველის გადაკეტვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც პროტესტის გაგრძელება. ყოველდღე, რუსთაველის გადაკეტვით, ადამიანი ციხეებს ავსებენ და ეს შედეგზე ორიენტირებული არ არის“, – აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.
