პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ფინანსთა მინისტრის მოქმედი მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა. გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. არის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის მაგალითი. 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ის ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კენჭისყრა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გაიმართება.
მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებელი აუდიტორული ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციებია საჯარო აუდიტის განხორციელება, ბიუჯეტის შესრულებისა და ხარჯვის კონტროლი, პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
ლაშა თორდიას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2012-2017 წლებში ხელმძღვანელობდა, რამდენიმე დღის წინ, აშშ-მ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
