საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, თბილისში დაბრუნდა და დიპლომატიურ საქმიანობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„გერმანიის ელჩი თბილისში, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის იქ ჩვენი სრული მხარდაჭერით გააგრძელებს თავის თავდადებულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე.
პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვიეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ დროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად გერმანიის ელჩის მიმართ სიძულვილს აღვივებს“. შესაბამისად, სამინისტრომ ფიშერის გაწვევა გადაწყვიტა, შემდეგი ნაბიჯების განსახილველად კონსულტაციებისთვის.
გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას „სწორი და პრაგმატული“ უწოდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
„არ ვიცი, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“, – ამბობდა კობახიძე.
პეტერ ფიშერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნებში ჩარევას, „რადიკალების“ მხარდაჭერასა და სასამართლოზე ზეწოლას აბრალებს. გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად, 24 სექტემბერს, გერმანელი ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.
