გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, 80 კვ.მ.-მდე ფართობის, სრულად გარემონტებული სახლები დევნილ ოჯახებს უახლოეს მომავალში გადაეცემათ.
„ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მონტაჟი. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც“, - აცხადებენ სააგენტოში.
სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია. როგორც დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, ახალაშენებულ სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებენ.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
