„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
„18:55 წუთზე მოვიდნენ სუს-ის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ“, – დაწერა დავით ჯანდიერმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
სავარაუდოდ, საქმე ეხება სუს-ში დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც 9 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე დააკავეს. სუს-ის ვერსიით, გიორგი ბაჩიაშვილმა ციხის საკანში საკუთარი თავის სცემის ინსცენირება დაგეგმა და ეს გიორგი ქემოკლიძესთან შეთანხმებული იყო.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ბაჩიაშვილსა და ქემოკლიძეს შორის შუამავალი დავით ჯანდიერი იყო. POSTV-ის თანახმად, ჯანდიერი ამ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა. ადვოკატმა ამ ინფორმაციას „ცარიელი ტყუილი“ უწოდა.
„არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა“, – თქვა ჯანდიერმა.
დავით ჯანდიერის სუს-ში დაბარებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გამოეხმაურა:
„ადვოკატ დავით ჯანდიერს არაერათი წელია ვიცნობ და წარმოუდგენლად მეჩვენება მისი ჩართულობა რაიმე კანონდარღვევაში. იმედს დავიტოვებ რომ დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე“, – დაწერა Facebook-ზე დავით ასათიანმა.
მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაცია „მაქსიმალურად უზრუნველყოფს დავით ჯანდიერის სამართლებრივ და კოლეგიალურ მხარდაჭერას, რათა ადვოკატის უფლებები და პროფესიული საიდუმლოებისა და ადვოკატი-კლიენტის კონფიდენციალურობის პრინციპები სრულად იქნეს გარანტირებული“.
პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე და N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხე) დირექტორი დავით გოგობერიშვილი თანამდებობიდან აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს. გოგობერიშვილი 8 ოქტომბერს, გარდაცვლილი იპოვეს.
პროკურატურის განცხადებით, გიორგი ქემოკლიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა ამ უკანასკნელს მის მიმართ განხორციელებული ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოეყენებინა პირადი ინტერესებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
პროკურატურის ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილი. მან ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ გიორგი ქემოკლიძის სახელი და გვარი ტელევიზიით პირველად გაიგო და ასევე, თეორიულადაც უჭირს წარმოიდგინოს, როგორ შეეძლო მას ციხეში მსგავსი პროცესის ინსცენირება.
11 ივლისს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში, მსჯავრდებულმა კახი მეტრეველმა სცემა. როგორც ბაჩიაშვილი ამბობდა, მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე სამი დღით ადრე ციხის უფროსმა, დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.
