რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, საკუთარ საგანმანათლებლო დაწესებულებას ხსნის. შესაბამისი „შეთანხმების“ რატიფიცირებას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი 21 აპრილს დაუჭირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ადგილობრივი მედიის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი 2025 წლის 7 მაისს მოსკოვში მოეწერა, ახალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს. სკოლის მთავარი ფუნქცია იქნება რუსეთის სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფა (დაწყებითი, საბაზისო და საშუალო საფეხურები); ბაზაზე დისლოცირებული რუსი სამხედროების, სამოქალაქო პერსონალისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი სხვა რუსეთის მოქალაქეების შვილების სწავლება.
დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, დიმიტრი შამბას განცხადებით, სკოლა გუდაუთის რაიონში, კერძოდ, ბომბორას დასახლებაში განთავსდება, სადაც რუსული ბაზის ძირითადი ინფრასტრუქტურაა თავმოყრილი.
შამბას განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ადგილობრივი სკოლების გადატვირთულობა გახდა. ამჟამად სამხედროების შვილები ბაზის სიახლოვეს მდებარე აფხაზურ სკოლებში სწავლობენ, რაც „გარკვეულ სირთულეებს, მათ შორის მრავალცვლიან გრაფიკს ქმნის“.
ყოფილი სამხედრო აეროდრომის, „ბომბორას“ ტერიტორიაზე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა 2009 წლის 1-ელ თებერვალს გაიხსნა. მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული ე.წ. შეთანხმებით, რუსული სამხედრო კონტინგენტი იქ 49 წლის ვადით არის განთავსებული. ამჟამად ბაზის პერსონალი დაახლოებით 4000 ადამიანს შეადგენს.
