გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში 60 წლამდე კაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
გურიის რეგიონის გუბერნატორის, გიორგი ურუშაძის თქმით, მოხდა უბედური შემთხვევა და „დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ“.
„სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში შექმნილია საგანგებო შტაბი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეების და რეგიონის წინაშე“, - აცხადებს გურიის გუბერნატორი.
რამდენიმე დღეა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობაა. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს, ზოგან კი ორ მეტრსაც აღწევს. მოსახლეობის ნაწილი ოთხი-ხუთი დღეა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე წერს, რომ ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან, მათ შორის, სოფლებში მარტო დარჩენილ მოხუცებთან დაკავშირებას.
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში „უმძიმესი მდგომარეობაა“, რამდენიმე სოფელში თოვლმა სახლები ჩამოანგრია.
„ვერანაირი ტექნიკა ვერ მუშაობს, რკინის საბურავებიანი ტექნიკის გარდა, არის ადგილები, სადაც ესენიც ვერ ერევიან სიტუაციას.
მოსახლეობა ითხოვს შველას, მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ არის ადგილები, სადაც კომუნიკაციას ვერც ვამყარებთ და ვერც მივდივართ. სხვადასხვა ადგილებში - აცანაში, აკეთში, მამეთში, ჩოჩხატში, ნიგვზიანში, სუფსაში, ღრმაღელეში - ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არის სახლები, რომლებიც ჩამონგრეულია, ზოგი ცარიელი იყო, ზოგში ცხოვრობდნენ“, - განაცხადა ლანჩხუთის მერმა.
მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.
