„ჰამასმა“ ბოლო მძევლების გათავისუფლება დაიწყო. ტერორისტებმა წითელი ჯვრის თანამშრომლებს უკვე გადასცეს 20 გადარჩენილი მძევლიდან 7. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ წითელ ჯვარს დღესვე გადასცემენ დარჩენილ 13 მძევალს და ასევე, 26 დაღუპული მძევლის ცხედარს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 4 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 5 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 6 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
მძევალთა გათავისუფლება გასულ კვირაში, ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
შეთანხმების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ისრელმა უკვე შეწყვიტა ცეცხლი ღაზაში და ჯარები ახალ პოზიციებზე გაიყვანა. ღაზას სექტორიდან მძევლების დაბრუნების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს დაახლოებით 250 პალესტინელს, რომლებსაც 2023 წლის ოქტომბერში „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმამდე, სამუდამო პატიმრობა ჰქოდათ მისჯილი, ასევე დაახლოებით 1700 ადამიანს, რომლებიც ღაზას სექტორში ორწლიანი ომის დროს დააკავეს.
მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლების გამოცხადებიდან მალევე, ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავიდა. მას აეროპორტში დახვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი და პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი. დონალდ ტრამპი ისრაელის პარლამენტს, ქნესეტს მიმართავს, შემდეგ კი გაემგზავრება ეგვიპტეში, სადაც დღეს 20-ზე მეტი სხვა მსოფლიო ლიდერიც ჩავა.
მიიჩნევა, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზაში 48 მძევალი რჩებოდა, რომელთაგან 20 არის ცოცხალი, 2-ის ბედი კი გაურკვეველია. დაღუპულთა ცხედრებს საბოლოო იდენტიფიკაციისთვის ექსპერტიზაზე გადაიყვანენ. მხოლოდ მათი ვინაობის დადასტურების შემდეგ დაიწყებს ისრაელი ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრებისა და დაკავებულების ღაზაში გადაყვანას.
2023 წლის 7 ოქტომბერს, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 251 ტყვედ ჩავარდა. მძევლების უმეტესობა ისრაელის მოქალაქე იყო.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად, რაზაში სულ მცირე 67 211 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან მინიმუმ 20 179 ბავშვი იყო. ომმა ღაზა ნანგრევებად აქცია და მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
