ჰერჩინსკი მის „გაპანღურებაზე“: ყოველთვის არის შესაძლებლობა, ქვეყანამ დიპლომატს წასვლა სთხოვოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკას, რაც პარტიის წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მოჰყვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მედიამ მკითხა და გულწრფელად გავუზიარე ჩემი შეხედულებები. ახლაც ამ აზრზე ვრჩები. როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა ჩემი კომუნიკაცია ისე ვაწარმოო, არასდროს დამადანაშაულონ ჩარევაში. კომენტარს არ ვაკეთებ სხვების განცხადებებზე. ეს არ არის ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი. ჩემი საქმეა ევროკავშირის პოზიციის წარმოჩენა. განსაკუთრებით მიმდინარე საარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ამ ან სხვა განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

მე შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, ყოველთვის არის შესაძლებლობა, ნებისმიერმა ქვეყანამ სთხოვოს უცხოელ დიპლომატს წასვლა და ბოლო თვეებში და წლებში, სამწუხაროდ, ბევრი ასეთი შემთხვევა გვქონდა სხვადასხვა სახელმწიფოებში“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა, „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი“ უწოდა მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერებსა და ვიდეორგოლებს, სადაც რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში დანგრეულ შენობებს საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში აშენებული ან რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა უქმნის კონტრასტს. ბანერებს ახლავს წარწერა „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, „პირველმა“ და „ფორმულამ“ ბანერებს ეთერში განთავსებაზე უარი თქვეს.

ჰერჩინსკის განცხადება საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მსგავსი განცხადების გამო ელჩს „გამოაპანღურებდნენ“, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ელჩის განცხადება „ფარისევლურია“.

„ეს არის სამწუხაროდ ფარისევლური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოწოდება ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, მათ შეეძლოთ, მაგალითად, სამარცხვინოდ შეეფასებინათ პოლონელი ექიმების ვიზიტი, როდესაც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნით, თხოვნით და რჩევით ჩამოსული ექიმების ჯგუფი, რომლებსაც წინდით გაჰქონდა ფარულად ნიმუში და რაღაც ცუდს ამზადებდა. ეს მაშინ ელჩს სამარცხვინოდ არ შეუფასებია. მან აღმაშფოთებელი არ უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი დადებით ჭრილში იყო წარმოჩენილი. მას შემზარავი არ უწოდებია ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის, თუ წევრი ქვეყნის ხელმძღვანელი პირის მხრიდან მოწოდებას, რომ საქართველოს დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. ანუ მოწოდებას, რომ საქართველოს გაერისკა და შესულიყო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ევროპელი დიპლომატის განცხადება გახდა „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე ტელეკომპანიების უარი საფუძველი. ამასთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ მედიის გადასაწყვეტია „რა განცხადებას მისდიონ ან რა განცხადებას არ მისდიონ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.