HRW მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ფაქტის გამოძიებას ითხოვს

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) საქართველოს შესახებ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ანგარიშიწარუდგინა. მასში აღნიშნულია, რომ, 2021 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველოში ადამიანისუფლებათა მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კერძოდ, HRW-ის მიხედვით, 2024 წლის გაზაფხულიდან მიღებული კანონები, შეუთავსებელია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო და თანასწორობისსაკითხებში ნაკისრ ვალდებულებებთან. ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებიდა ხელისუფლების გადაჭარბებული ჩარევა მშვიდობიან დემონსტრაციებში ეწინააღმდეგებასაქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობას.

დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ისეთი კანონები, როგორებიცაა „უცხოურიგავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ე.წ. „ფარა“), მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას. ანგარიშშიასევე ყურადღება მახვილდება სამოქალაქო აქტივისტებსა და ორგანიზაციებზე განხორციელებულთავდასხმებზე - საქმეებზე, რომლებიც დღემდე გამოუძიებელი რჩება.

HRW-მა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა რამდენიმე კუთხით შეაფასა. გამოხატვისთავისუფლებისა და მედიის ნაწილში მოხვდა 2025 წლის 12 იანვარს, დამოუკიდებელი გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებაპოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც მაქსიმუმ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

HRW გასცემს რეკომენდაციას, რომ „ქართულმა ოცნებამ“, გააუქმოს „ფარა“ და „უცხოური გავლენისგამჭვირვალობის“ კანონები და შეცვალოს კანონი „გრანტების შესახებ“. ამასთანავე, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქოსაზოგადოების ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს და დროულად გამოიძიოს მათზეთავდასხმის ფაქტები.

HRW „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დროულად, საფუძვლიანად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციისმხრიდან ძალის გადამეტების ყველა შემთხვევა; ამასთანავე, უზრუნველყოს სპეცრაზმელების დასამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლებისთვის სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები.

ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეკრებისთავისუფლებაში არასათანადო ჩარევის საშუალებას იძლევა.

რეკომენდაციები მოიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანასაც, რათა დაცული იყოს ყველა იმ პირის სრული პროცესუალური უფლება, რომელსაც ემუქრება სასჯელი, მათშორის, პატიმრობა ან დიდი ოდენობით ჯარიმა. ამასთანავე, HRW ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდესყველა ის პირი, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გაუქმდეს ის შემზღუდველო ცვლილებები, რომლებიც არასათანადოდ ერევა გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაში.

ორგანიზაცია ასევე ითხოვს, „ბათმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისგათავისუფლებას და ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ფაქტის გამოძიებას.

HRW „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გაუქმდეს ანტი-ლგბტ საკანონმდებლო ცვლილებები და ეფექტიანადიქნას გამოძიებული ლგბტ ადამიანების მიმართ განხორციელებული ძალადობის ყველა შემთხვევა.

ბოლოს კი, პარლამენტსა და საკრებულოში ქალებისთვის სავალდებული კვოტების გაუქმების ფონზე, ორგანიზაცია რეკომენდაციას გასცემს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყოს ქალების თანაბარიწარმომადგენლობა პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.