„ქართული ოცნების“ მთავრობამ სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
დადგენილების თანახმად, შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციას 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს.
ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განისაზღვრება.
„განათლების საერთაშორისო ცენტრი“ 2014 წელს დაფუძნდა და ქართველ სტუდენტებს სთავაზობდა შესაძლებლობას, ესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, შეძენილი ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში მოეხდინათ.
2024 წელს, „განათლების საერთაშორისო ცენტრმა“ 14 საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამა განახორციელა და საზღვარგარეთ სწავლის მიზნით, დაფინანსება საქართველოს 210 მოქალაქეს მიანიჭა, 34 სტიპენდიანტს კი მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, დაფინანსება გაუგრძელა. სახელმწიფო სასწავლო გრანტების ბიუჯეტმა 5 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა.
„ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში“ - წერია სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დებულებაში.
ამჟამად ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩია.
