„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში, შანხაიში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ჩინეთში ვიზიტის დროს, „ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც გამყარდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე ხალხთა შორის ურთიერთობები ჩვენ ორ ქვეყანას შორის“.
„ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. ჩინეთში ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე ქართული კომპანია, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ღირსეულად მოახდინოს საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა.
„ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გამოფენა, რომელიც შანხაიში გაიმართება, „არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად“.
„ამ გამოფენის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ლი ციანი პრემიერის თანამდებობას 2023 წლიდან იკავებს. მანამდე, 2022 წლის ოქტომბერში ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის მეორე რანგის წევრად დაინიშნა.
