„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერი, პარასკევი, უქმე დღედ გამოაცხადა ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის. დღეს გამოცემულ დადგენილებაში მიზეზი დასახელებული არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს.
კობახიძის დადგენილება არ ვრცელდება სამსახურებზე, „თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“.
დადგენილება არ ვრცელდება არც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
4 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს, რომელსაც პროევროპული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3061 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 513 818.
არჩევნების პარალელურად, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციაა დაგეგმილი.
