საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი, სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. ელჩი ღიად საუბრობს იმ საფრთხეებზე, რაც, მისი თქმით, მოჰყვება მცირე ქვეყნების მიერ საკუთარი ტერიტორიის „გარე ავანტიურისტებისთვის“ დათმობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
„დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.
დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას.
ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯები ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ. სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა.
ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ.
ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს. ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას:
არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
ირანის ელჩის ეს განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას ემთხვევა: რეგიონში დაძაბულობა პიკს აღწევს; მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები.
30 მარტს „ქართული ოცნებიდან“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. ოფიციალური ინფორმაციით, განხილვის თემა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყო.
ექსპერტულ წრეებში აქტიურად განიხილება ვერსია, რომ აშშ შესაძლოა ანაკლიაში საზღვაო ბაზის განთავსებით ან ლოგისტიკური მხარდაჭერით იყოს დაინტერესებული, რაც ირანისთვის დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია. 26 მარტს, საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ირანის ელჩის განცხადება „მუქარანარევი გაფრთხილებაა“, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ აშშ-სთვის შესაძლო ლოგისტიკური დახმარების გაწევასთან.
ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ირანის ელჩის განცხადებაზე ოფიციალური პასუხი არ გაუვრცელებია.
თეირანმა სეიედ ალი მოჯანი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩად 2025 წლის ბოლოს მოავლინა. იგი ასევე არის ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული „ირანოლოგიის ფონდის“ მრჩეველი. საქართველოში გამოგზავნამდე მოჯანი ირანის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა ავღანეთის საკითხებში. იგი 2024 წელს თალიბანის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა.
