ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 51 - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) ავრცელებს. სულ მცირე 990 მომიტინგე დაკავებულია. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ დაკავებულთა რეალური რაოდენობა უფრო მეტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
HRANA-ს ცნობით, რვა დღის განმავლობაში დემონსტრაციები 26 პროვინციის 78 ქალაქში, სულ მცირე 222 ადგილას გაიმართა. სტუდენტური საპროტესტო აქციები მოეწყო 17 უნივერსიტეტში.
HRANA-ს ინფორმაციის თანახმად, რვადღიან პერიოდში სულ მცირე 20 ადამიანის სიკვდილი დადასტურდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი იყო.
ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს, თეირანიდან დაიწყო, ეკონომიკური კრიზისის, ეროვნული ვალუტის ვარდნისა და მზარდი ინფლაციის ფონზე.
1-ელ იანვარს, Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. 4 იანვარს, ნორვეგიაში ბაზირებულმა „ირანის ადამიანის უფლებათა დამცველმა“ ორგანიზაციამ 17 დაღუპულის შესახებ განაცხადა. ორგანიზაციის ცნობით, მინიმუმ 500 ადამიანი დაკავებული იყო.
ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა, ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის 86 წლის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, თეირანიდან მოსკოვში გაქცევას გეგმავს, თუ დაინახავს, რომ არმია და უსაფრთხოების ძალები უარს იტყვიან ბრძანებების შესრულებაზე და მომიტინგეების მხარეს გადავლენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 იანვარს პლატფორმა TruthSocial-ზე დაწერა, რომ შეერთებული შტატები ჩაერევა, თუ ირანი ცეცხლს გაუხსნის მშვიდობიან მომიტინგეებს. „ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.
საპასუხოდ ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ტრამპი „ფრთხილად უნდა იყოს“. ის მთელ ახლო აღმოსავლეთში ქაოსითა და დესტაბილიზაციით დაიმუქრა, თუ აშშ რეალურად გადაწყვეტს ჩარევას.
BBC წერს, რომ მიმდინარე პროტესტი ყველაზე მასშტაბურია 2022 წელს აჯანყების შემდეგ, რომელიც მაჰსა ამინის პატიმრობაში გარდაცვალებამ გამოიწვია. ახალგაზრდა ქურთი ქალი ზნეობის პოლიციამ ჩადრის სავალდებულო ტარების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევისთვის დააკავა. მაშინ, უსაფრთხოების ძალების მიერ აქციების ძალადობრივი დარბევის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.
