საქართველოში ისრაელის საელჩო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავის აღნიშნისთვის აკრიტიკებს და სვამს კითხვას, რა გზავნილია ეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ირანელებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
გუშინ, 11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ირნის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის თქმით, „ეს ნათელი სიმბოლოა იმისა, რომ ირანისადმი დღევანდელი პატივისცემა აღიარებულია ოფიციალურ და საერთაშორისო დონეზე და არა საინფორმაციო არხების ყალბ რეპორტაჟებში“.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა. ლაშა დარსალიას მიმართვის ტექსტი საქართველოში ირანის ელჩმა გაავრცელა:
„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს მთავრობის სახელით მივულოცო ამ ქვეყანას ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული.
ეროვნულ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული ქვეყნისთვის და იგი ასახავს მის ისტორიულ გზას, ქვეყნის განვითარებასა და ეროვნულ იდენტობას.
ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა სფეროებში ხალხთა შორის არსებული მჭიდრო კავშირები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძველს.
ჩვენ ვაფასებთ ირანის გადამწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ამ წლების განმავლობაში. ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ ამისათვის ირანის მადლიერნი ვართ.
საქართველოს მთავრობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინ წასაწევად“, - განაცხადა დარსალიამ.
დასასრულს, ლაშა დარსალიამ სეიედ ალი მოჯანის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და ირანელ ხალხს „მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“ უსურვა. მისი ამ გამოსვლის შესახებ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით. რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?“, - ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ დღეს, 12 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გასულ თვეში ირანი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრაციები თეირანში, დეკემბრის ბოლოს, ეკონომიკური პრობლემების გამო დაიწყო, თუმცა, პროტესტებმა სწრაფად მიიღო პოლიტიკური ხასიათი და მთელ ქვეყანაში გავრცელდა.
რეჟიმმა საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობა სცადა. თვითმხილველები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უსაფრთხოების ძალებმა ირანის მასშტაბით მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. 8 და 9 იანვრი ყველაზე სისხლიანი იყო, თუმცა, ინტერნეტის ჩახშობის გამო, ძალადობის რეალური მასშტაბები გაურკვეველი დარჩა.
ასევე, უცნობია, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ბოლო მონაცემების თანახმად, აქციების დროს 7002 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 214 უსაფრთხოების ძალების თანამშრომელია. დაკავებულთა რაოდენობა 52 941-ს შეადგენს.
ამ თემაზე:
თეთრი სახლის ცნობით, ირანში 800 სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულება შეჩერდა
