ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში, ჯამში, 221.75 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიგო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
პირველ ადგილზე იაპონიის წარმომადგენლები, რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა გავიდნენ (231.24 ქულა). საუკეთესო სამეულში მოხვდა გერმანიის ნაკრები, რომელსაც მინერვა ჰასეს და ნიკიტა ვოლოდინის წყვილი წარმოადგენდნენ (219.09).

20 წლის ანასტასია მეტელკინა რუსეთიდანაა და საქართველოს ნაკრებში 2020 წლიდან ასპარეზობს, ბერულავა კი - 23 წლის არის. სპორტსმენები ევროპის ჩემპიონები (2026 წელი), ვერცხლის (2024 წელი) და ბრინჯაოს (2025 წელი) მედალოსნები არიან.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - 8 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
