ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა. დამფუძნებელმა ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ თავად ვიქტორ ყიფიანი აირჩია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
პარტიის პოლიტიკური საბჭო გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდა, რომელთა შორის არიან:
- ვახტანგ კაპანაძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი (2004-2005 და 2013-2016 წწ.);
- ვალერი ჩეჩელაშვილი - დიპლომატი. მას სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს ელჩის თანამდებობა რუსეთში, იყო ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და GUAM-ის გენერალური მდივანი (2007–2015). 2016 წლიდან იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი;
- რუსუდან თევზაძე - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი (2021-2025 წწ.) და პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელმაც მანდატზე 2025 წლის ოქტომბერში უარი თქვა;
- ნიკოლოზ ხატიაშვილი - „ჯეოქეისის“ საერთაშორისო მდივანი და საგარეო პოლიტიკის მკვლევარი. წარსულში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში და რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატს;
- გიორგი ანთაძე - „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
პარტიის თანადამფუძნებლებად და მრჩევლებად ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი დასახელდნენ. აღმასრულებელი მდივნის პოსტს ზურა შარაშენიძე დაიკავებს, ხოლო სარევიზიო კომისიას გიორგი შალამბერიძე უხელმძღვანელებს, წევრები არიან ბექა ბოჭორიშვილი, ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

პარტიის ლიდერის თქმით, „ჯერ საქართველო“ იქნება მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ორიენტირებულია სისტემურ ცვლილებებზე.
„გვინდა ვიყოთ არა მხოლოდ ოპოზიციური, არამედ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება დრომ და ქვეყანაში შექმნილმა მოლოდინებმა მიიღო. რაც შეეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობას, ღია ვართ ყველასთან.
გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ალიანსთან მიმართებით - ვფიქრობთ, „ჯერ საქართველოს“ აქვს რესურსი, განვითარდეს ალიანსს მიღმა, თუმცა ეს არ გამორიცხავს პირად კომუნიკაციებსა და ინდივიდუალურ კონტაქტებს, რაც ჩვენს ხელწერად დარჩება“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
პარტიის გაცხადებული მიზანი საქართველოს „რეგიონის ლიდერად ქცევაა“, მისი წევრები კი მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლონ ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალასთან.
