თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ფონდის დამფუძნებელმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. ოფშორების კანონით სახელმწიფოს სულ მცირე 400 მილიონი დოლარი მოჰპარა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„წელს შემოღებული კანონი, „ოფშორების კანონი“ შემოიტანა რეალურად იმ დროს, როდესაც რუსული კანონის გარშემო აურზაური იყო, რუსულად რომ ვთქვათ „под шумок“ (ჩუმად), გააძვრინა. რეალურად რისთვის იყო ეს გაკეთებული? 2022 წელს - თავადვე თქვა თავის გამოსვლაში - ნახატების კოლექციას არ მატანდნენ ამერიკიდანო, თუ საიდანაც მოჰქონდა. გამოატანეს. მან შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. არ უნდოდა დღგ-ს, ქონების და მოგების გადასახადების გადახდა ამ ნივთებზე. ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს:
- გადმოცემული აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახდისგან, ანუ, მომავალში რომ გაყიდის მოგებით, გადასახადი არ ექნება. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია 5-10 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან;
- ასევე, ის განბაჟების და დღგ-ს საფასური, მილიარდ დოლარზე უწევს დაახლოებით 180 მილიონი დოლარი, მან ასევე ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან;
- ქონების გადასახადი, წლიური 1% - 10 მილიონი დოლარი, პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან.
ანუ, ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი, 1 მილიარდი ლარი მოჰპარა სახელმწიფოს და ამავდროულად ყიდულობს იოანე ზოსიმეს ხელნაწერს, რათა რამენაირად ზემოქმედება მოახდინოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე, კარგად განაწყოს მის მიმართ. ასეთი ვქელმოქმედია ივანიშვილი“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყნის მომავლით ვაჭრობს და თავისი გავლენის შენარჩუნებას ცდილობს.
„თვითონვე ამბობს - მე ეს კომპლექსი მაქვსო, როდესაც ჩემი ინტერესი შეიძლება იყოს, ქვეყნისთვის ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებო. ეს კომპლექსი კი არ არის - ადამიანი 40-50 წელი არის ბიზნესში - ამას ჰქვია ინტერესთა კონფლიქტი და როდესაც მსგავსი ინტერესთა კონფლიქტი გაქვს, ქვეყანას არ უნდა მართავდე, უნდა მიხედო ფულს, თუ ფული და პირადი ინტეტესი არის ქვეყანაზე წინ. არ გვინდა ჩვენ კომპლექსიანი ლიდერი, ეს უნდა გაიაზროს ქართველმა ამომრჩეველმა. ყოველთვის უნდა ფიქრობდე, გინდა თუ არა ისეთი ლიდერი, რომელსაც ისეთი კომპლექსები აქვს, რომ ნებისმიერ დროს თავისი ამ კომპლექსის გამო, გაწიოს ქვეყნის საგარეო ინტერესი. დღეს ეს არის ჩვენი რეალობა.
ივანიშვილი მთელი ცხოვრება ვაჭრობს. დღეს მისი ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს ის გავლენა და კონტროლი საქართველოზე, რომელიც გააჩნია. ეს არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ის, რა თქმა უნდა, ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით, ვაჭრობს თავისი ფულის დაბრუნებისთვისაც და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მას ამ შემთხვევაში არ ადარდებს. ივანიშვილს არცერთხელ არ დაუყენებია ქვეყნის ინტერესი თავის პირად ინტერესზე წინ.
ის პოლიტიკაშიც პირადი პრობლემის მოსაგვარებლად მოვიდა - როგორც ამბობს, იმდროინდელი ხელისუფლება მაშინ უკვე ემტერებოდა და არ ენდობოდა, რადგან შეწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლების დაფინანსება. ივანიშვილი ხალხის სიყვარულით არ მოსულა პოლიტიკაში, ეს არის დიდი ტყუილი“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას 2013-2019 წლებში იკავებდა, პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. საქმე ეხება 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. 2023 წლის 6 ივლისს სასამართლომ ბაჩიაშვილს 2.5 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენების გარდა მტკიცებულება არ არსებობს.