2020 წლის მარტის შემდეგ, მსოფლიოში Covid-19-ით გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, რომ პანდემიის დასასრული ჩანს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 6 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
WHO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ შვიდ დღეში, მსოფლიოში კორონავირუსის 3 188 184 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 10 085 ინფიცირებული გარდაიცვალა.
„არასდროს ვყოფილვართ უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად. ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს. მარათონის მორბენალი არ ჩერდება, როდესაც ფინიშის ხაზი ჩნდება. ის უფრო ძლიერად, მთელი დარჩენილი ენერგიით გარბის - ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ჩვენ ვხედავთ ფინიშის ხაზს, ვიგებთ, მაგრამ ახლა ყველაზე ცუდი დროა გაჩერებისთვის. ახლა დროა, ვირბინოთ უფრო ძლიერად და დავრწმუნდეთ, რომ ხაზს გადავლახავთ და ჩვენი მძიმე შრომისთვის ჯილდოს მივიღებთ. თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას ახლა არ გამოვიყენებთ, არსებობს რისკი მივიღოთ უფრო მეტი ვარიანტი, მეტი სიკვდილი, მეტი ზიანი და გაურკვევლობა“, - განაცხადა გებრეისუსმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ექვსი პოლიტიკის კრებული გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია ინფორმაციას იმ ძირითადი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მთავრობებმა უნდა გაატარონ. დოკუმენტები მოიცავს ინსტრუქციას ტესტირების, ვაქცინაციის, დაავადების მართვის საუკეთესო პრაქტიკის, ჯანდაცვის დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ზომების, დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოების ჩართულობის შესახებ. WHO სახელმწიფოებს მოუწოდებს, ინვესტირება მოახდინონ რისკ-ჯგუფების, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისა და ხანდაზმულების 100%-ით ვაქცინირებაში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სექტემბრიდან კოვიდსტატისტიკას არა ყოველკვირეულად, არამედ თვეში ერთხელ გამოაქვეყნებს. 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის კვირაში, ქვეყანაში COVID-19-ის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 8 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოში ვირუსი 1 762 206 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 16 900 გარდაიცვალა, 1 733 459 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსზე სრულად (ორი დოზით) აცრილია 1 276 173 მოქალაქე. სრულად აცრილთა ყველაზე დიდი ნაწილის - 649 598 ადამიანის ასაკი 18-დან 49 წლამდეა.
