ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა ჭიათურელი მაღაროელების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წლითა და 3 თვით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
მაღაროელები გასული წლის 29 აპრილს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან. პროკურატურა ნეფარიძესა და სარალიძეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე, თენგიზ კობერიძეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა, ჭუმბურიძესა და გველესიანს - ძალადობაში მონაწილეობას.
ბრალდებულები ბრალს არ აღიარებდნენ და აცადებდნენ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს.
„მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებსა და ცრუ მოწმეების ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ეს არის თითოეული იმ ჭიათურელის ბრალი, ვინც ეს ბიჭები უსამართლობაში მიატოვა, ვისაც სჯეროდა, რომ მათ გამოუშვებდნენ - მაგდენი ხანი ვინ დატოვებს ციხეშიო. აგერ, მეგობრებო, ფაქტი“, – განაცხადა განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჩინჩალაძემ.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტარიელ მაქაცაძის თქმით, მაღაროელები ბრძოლას გააგრძელებენ.
„ეს არის, ალბათ, პირველი პრეცედენტი ქართული სასამართლოს უახლეს ისტორიაში, როდესაც მუშათა კლასს ასე უმოწყალოდ იჭერენ, თან ამხელა ვადით. ეს პროცესები გაგრძელდება როგორც სასამართლოში, ისე ქუჩაში. ჭიათურაში პროტესტი კიდევ უფრო გაღრმავდება და იქნება უფრო მეტად პოლიტიკური, რადგან მოსამართლის მიმართ პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთა იყო, ეს ხალხი სამაგალითოდ დასჯილიყვნენ, რათა მშრომელმა ხალხმა, საქართველოს მასშტაბით ხმა ვეღარ ამოიღოს“, – თქვა მიქაცაძემ.
შუქრუთელი გიორგი ნეფარიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მისი სოფლის ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებით დაზარალებული მოსახლეობის პროტესტის ორგანიზატორი და ლიდერი იყო. შუქრუთის მცხოვრებლები კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავდნენ, რის გამოც ორივე მაღარო 13 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პარალიზებული იყო. მაღაროები, პოლიციის ძალით, მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც ნეფარიძე დააკავეს. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - მოსამართლე თამარ მაზანაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების საფუძვლით.
პროტესტის მონაწილეები იყვნენ მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანიც. მათ დაკავებას წინ უძღოდა 2025 წლის მარტიდან ჭიათუირაში მიმდინარე აქციები, რაც „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 3500 მაღაროელის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა.
