ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს და პირადი დაცვის წევრს, ნ.ც.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება-შენახვას ედავება. ბურჭულაძე და მხეიძე თავდაცვის სამინისტროდან 1.3 მილიონი ლარის გაფლანგის საქმეზე არიან ბრალდებულები და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ბრალდებით დღეს, 19 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან - არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვ.ა., დირექტორი მ.ა. და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრი ნ.ც.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ შიდა ქართლის რეგიონში არალეგალური ქარხანა დალუქეს, სადაც ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაცია ხდებოდა, ხოლო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საწყობიდან 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA და ასევე, სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები ამოიღეს. მაშინ, საგამოძიებო სამსახურმა 7 პირის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის გორელი ბიზნესმენი, ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ბორის გოგიჩაიშვილიც არიან.
