„კახეთი არის ეკონომიკური აღმავლობის გზაზე, რაც არ უნდა ეწყინოს ვიღაცას და ეს ფაქტია. ამას ყოველდღიურად ხედავს თითოეული კახელი“, - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა თქვა, რომ თელავში მოსახლეობა მტვერში იხრჩობა, წყალი არ აქვს, დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიტოვებულია, ქუჩები კი გადათხრილი. გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობა „დღეობა-დღესასწაულებზე ქეიფს და დროსტარებას არ ნიშნავს“.
„დღესასწაულზე ვიყავი და კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დღესასწაულები იმართება, იმიტომ, რომ ამის რეალური საფუძველი არსებობს. ეს ერთი. ნუ გეწყინებათ. მეორე - როცა ელემენტარულად, ადამიანი სახლში რემონტს აკეთებ, დისკომფორტი გექმნება იმიტომ, რომ რემონტია, მტვერია და გადაადგილება გიჭირს. კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, განსაკუთრებით წყალმომარაგების სისტემების დანერგვისთვის, რომელიც ამ ქალაქებისა და სოფლების არსებობის მანძილზე, პრინციპში ან არსად ყოფილა, ან სადმე თუ ყოფილა - ნაწილობრივ.
2024 წლის ბოლოსთვის, ფაქტობრივად ყველა დიდი და საშუალო დასახლებული პუნქტი 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ამ სამშენებლო სამუშაობს თან გარკვეული დისკომფორტი მოჰყვება და ამას ნუ აყვედრით ნურავის, ანუ ნუ გაქვთ ეს შავბნელი ხედვა, რომ რაღაც რომ კეთდება, ამ კეთების პროცესში დისკომფორტით მაინც გავაღიზიანოთ ხალხი.
ხალხი ხომ დაინახავს, რომ თელავს, რომელსაც 24-საათიანი წყალი არ ჰქონია დღიდან დაარსებისა, ექნება 24-სათიანი წყალი და ახლიდან გადაგებული ყველა ის ქუჩა, სადაც მაგისტრალური ხაზები თავიდან ბოლომდე გამოიცვალა, მათ შორის, მის [გიორგი ბოტკოველის] სოფელშიც, იყალთოშიც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, სახალხო დღესასწაულებზე ხალხი გამოდის, რადგან „ადამიანები აფასებენ მშვიდობას, იმას, რაც კეთდება იმისთვის, რომ ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდეს“.
დღესვე, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მმართველობის დროს, საქართველოს ეკონომიკის მოცულობა იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, „ქართული ოცნების“ პერიოდში კი 80 მილიარდი გახდა.
„ბოლო 2 წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს, 30 მლრდ-ით გავზარდეთ. ეს არის პასუხი და ფაქტი. ამას გარდა, თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ჯამში. ბიზნესმა, საზოგადოებრივი სამუშაოებიც ცალკე ემატება და ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება ჩვენ,“ - თქვა პრემიერმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობა მიიღო 660 833-მა მოქალაქემ, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.7 %-ია. წლის დასაწყისთან შედარებით, სოციალურად დაუცველთა რიცხვი გაიზარდა - იანვარში ფულად სოციალურ დახმარებას 648 176 მოქალაქე (17.4%) იღებდა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით (628 156 ადამიანი, 16 %) საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 1.7 %-ით არის გაზრდილი. 2017 წლის ბოლოს სოციალურ დახმარებას მოსახლეობის მხოლოდ 12.2 % იღებდა (455 813 ადამიანი).