გიორგი ალადაშვილი, რომელსაც ბოლო 3.5 წლის განმავლობაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
2025 წლის 10 ივნისიდან აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე იყო. ამჯერად ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს.
„დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. გეკა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ შს სამინისტროს მიერ 11 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ალადაშვილი კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. მანამდე ის შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა.
ღარიბაშვილის დაპატიმრების შემდეგ გიორგი ალადაშვილის სახელი და გვარი არაერთხელ გაჟღერდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსამა, ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წელს, ალადაშვილის მიერ მოწყობილ სუფრაზე, პრემიერობიდან ახლად მოხსნილმა, განაწყენებულმა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. შაიშმელაშვილის თქმით, ივანიშვილმა ღარიბაშვილს ეს არ აპატია.
