თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ლიდერების, კაია კალასისა და მარტა კოსის შეფასებას „ქართული ოცნება“ ხვალ უპასუხებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს, კალაძემ განაცხადა:
„ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ერთი რამ უნდა გაიგოთ, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონნი არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. ეს გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა.
კალასისა და კოსის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ ეუთო / ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა.
კალასი და კოსი გმობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ პირად თავდასხმებს და დეზინფორმაციას ქვეყანაში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით.
