თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ არ ვცდები, მილიონამდე ქართველია და თუ მათი მხრიდან იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რომ პირდაპირი ფრენები იყოს, ამაში ცუდს მე ვერაფერს ვხედავ. პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
რა არის იმაში ცუდი, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდის საქართველოში. არა მარტო რუსეთის მოქალაქეები შემოდიან, იგივე ბელორუსებიც. მათი გადაწყვეტილებაა (ფრენების შეწყვეტა). მორალური პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რომელიც ასე გაღელვებთ“, - განაცხადა კალაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციას პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.
„სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მხრიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში. ამიტომ ეს საკითხი ასე მარტივად დღეს ვერ გადაწყდება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
10 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დენის გონჩარმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „TASS-თან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება“. გონჩარის თქმით, „პირობები თბილისისთვის კარგად არის ცნობილი“. კახა კალაძის განცხადების შემდეგ „TASS-მა“ დაწერა, რომ თბილისის მერმა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იდეას მხარი დაუჭირა.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, რასაც წინ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიამიმოსვლის აღდგენისთვის ერთ-ერთ პირობად „საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების დასრულებას და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეების გაქრობას“ ასახელებდა.