შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი, მეგი დიასამიძე დააკავა კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის „რუსული ოცნება“ გაკეთების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
შსს-ს ინფორმაციით, დიასამიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება გულისხმობს. დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
„დაკავებულია ჩემი და, მეგი დიასამიძე და თანამებრძოლი. რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშნოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე! დამხობა რეჟიმს!“, – დაწერა Facebook-ზე მეგი დიასამიძის დამ, ნელი დიასამიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს კიდევ ორი პირი დააკავა. 1965 წელს დაბადებულმა ზაზა მამალაძემ და 2003 წელს დაბადებულმა ირაკლი ბუაჩიძემ, შს სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, ზაზა მამალაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნოდარ ტურძელაძის მძღოლია. მან აქციის მონაწილეს, ქალს ხელი გაარტყა და დემონსტრანტებს რკინის ჯებირს უქნევდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს საკუთარ გენიტალიაზე მიუთითებდა.
რაც შეეხება ირაკლი ბუაჩიძეს, მან აქციის ერთ-ერთ დემონსტრანტს ხელკეტით სცემა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ბუაჩიძე პოლიციელს, რომელმაც მას ხელკეტი წაართვა, ეუბნება „თქვენიანი ვარ“.
მედიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არაერთი მოძალადეა იდენტიფიცირებული, თუმცა ისინი პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუციათ.
