ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი თბილისში, უწყვეტი აქციების 67-ე დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
- 6 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
„საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ ვერანაირ მოლოდინს. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“, - დაწერა კალასმა პლატფორმა X-ზე.
2 თებერვალს, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია თბილისის გასასვლელში, სავაჭრო ცენტრ
„თბილისი მოლთან“ გაიმართა. პოლიციამ დემონსტრანტებს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვის საშუალება არ მისცა და ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავა.
პოლიტიკოსებსა და აქციის რიგით მონაწილეებს ძალადობის გამოყენებით აკავებდნენ, რასაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ ხელმძღვანელობდა.
აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დასანქცირებულმა „ხარებამ“ ერთ-ერთ დაკავებულს სახეში წიხლი თავადაც ამოარტყა მას შემდეგ, რაც ის სპეცრაზმელებმა ხელებშეკრული მიუყვანეს.
წუხელ, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი დაშავებული მოქალაქე შეიყვანეს, რომელთაგან ოთხი ჰოსპიტალიზირებულია. „ოთხივე პაციენტი მოთავსებულია თავის ტვინის შერყევით“, - უთხრა ექიმმა ტელეკომპანია „პირველს“.
საავადმყოფოში რჩება ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაიაც, რომელსაც ასევე თავის ტვინის შერყევა აქვს. ის პროფესიული საქმიანიბის შესრულების დროს დაეცა და გონება დაკარგა იმ დროს, როდესაც პოლიციამ მოქალაქეებზე მიწოლა და მათი დაკავება დაიწყო.
„თბილისი მოლთან“ აქციის დაანონსების შემდეგ, 31 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაჩქარებულად მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები - როგორიც თბილისის შემოსასვლელი/გასასვლელია - სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.