უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ კატეგორიულად უარყოფს და რუსულ პროპაგანდას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, ლეგიონის მებრძოლები საქართველოში დაბრუნებას და მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, რომ „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პროგრესი, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია.
„ქართული ლეგიონი“ 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის მიმართ თავის ერთგულებაში და გააგრძელებს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ჩვენი თავდადებაუკრაინის გამარჯვებისადმი ურყევია და ჩვენ დავრჩებით ფრონტის ხაზზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - ნათქვამია „ქართული ლეგიონის“ ოფიციალურ განცხადებაში.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები პროტესტის ხუთივე ღამეს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია. სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიებიც. სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 250-მდე ადამიანი, რომელთა ნაწილი სპეცრაზმს ცემაში ადანაშაულებს.
პროტესტის ჩახშობის გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა.
