თვითმმართველი ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმისა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეებს ოთხი მოადგილე ეყოლებათ, ნაცვლად სამისა. გარდა ამისა, დაგეგმილია საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის მიღების შედეგად მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნება 5 კომისიის თავმჯდომარის მოადგილის 5 შტატი, ხოლო 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თითო შტატი.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამატებით თანამდებობის შექმნა შესაბამის ხარჯებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის არსებული ვარიანტის თანახმად:
- კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ერთი შტატის შრომის მაქსიმალური ანაზღაურება შესაძლებელია შეადგენდეს 4000 ლარს. შესაბამისად, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ხარჯი 20 000 ლარი იქნება.
- თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ერთი შტატის შრომის მაქსიმალური ანაზღაურება შესაძლებელია შეადგენდეს 7200 ლარს, ხოლო თბილისში - 9600 ლარს.
თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი, ხოლო თბილისის საკრებულოში 11 კომისია ფუნქციონირებს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ არსებული რედაქციით გათვალისწინებული არ არის.
„კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა რაიმე მიზეზით საკრებულოში არ ყოფნის შემთხვევაში იქმნება პრობლემა, თუ ვინ უნდა მოიწვიოს და გაუძღვეს საკრებულოს კომისიას, რადგან კომისიის სხდომის მოუწვევლობამ შეიძლება გამოიწვიოს თავად საკრებულოს სხდომის გადადება. ეს პრობლემა მოიხსნება, თუ კანონი გაითვალისწინებს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. ასევე, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს დაემატოს კიდევ ერთი მოადგილე“, - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, ზაურ დარგალი, დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი შატაკიშვილი და ნინო წილოსანი.
