ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში MATRA-ს კანონის უზენაესობის სასწავლო პროგრამის დროებით შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მიზეზად „ხელისუფლების კურსს“ ასახელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
MATRA-ს პროგრამა ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოს, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის სამთავრობო ორგანიზაციებში კანონის უზენაესობის სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად შეიქმნა. პროგრამა ხორციელდება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის, ლეიდენის სამართლის სკოლისა და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემიის მიერ. მას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
„ნიდერლანდებმა გადაწყვიტა, რომ შეაჩეროს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების მონაწილეობა MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამაში.
რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯია, რაც საქართველოში სიტუაციის გაუარესებას და ხელისუფლების კურსს ეხმაურება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად: მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნით, ვინც მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზეა პასუხისმგებელი, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებითა და ყოველგვარი რეპრესიული კანონის უკან გაწვევით“, - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პროგრამის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოც. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ პროგრამის დროებითი შეწყვეტა უკავშირდება ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია.
„ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო“, - აცხადებს საელჩო და აღნიშნავს, რომ MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, წლების განმავლობაში, 200-მდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„ვიმედოვნებთ, მომავალში ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას“, - ნათქვამია ნიდერლანდების საელჩოს განცხადებაში.
