„ქართული ოცნების“ პარლამენტმა თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევის დადგენილებას დაუჭირა მხარი. ფაღავამ მამუკა მდინარაძე შეცვალა, რომელიც დღეიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
32 წლის თორნიკე ფაღავა აჭარიდანაა და საჯარო მმართველობის მაგისტრია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის „ქართული ოცნების“ სიაში 103-ე ნომრად იყო წარდგენილი.
„თორნიკე ფაღავა - ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში“, – ასე წარადგინა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა, თორნიკე ფაღავა 2024 წლის სექტემბერში, ბათუმში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წარდგენისას.
2025 წლის აპრილში ფაღავამ პარტიას 50 000 ლარი შესწირა.
თორნიკე ფაღავა სამშენებლო კომპანიების – შპს „ტემპო აა“-სა და შპს „ტემპო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი-პარტნიორი იყო. 2025 წლის 5 აგვისტოს მან „ტემპო აა“-ს 31%-იანი წილი 5000 ლარად, ხოლო „ტემპო ჰოლდინგის“ 26%-იან წილი 50 000 აშშ დოლარად გიორგი დავითაძეს, ვლადიმერ გასიტაშვილსა და ბექა გასიტაშვილს მიჰყიდა.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
