შემოქმედებით სააგენტო JWT METRO-ს, რომელმაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი გადაიღო, თანამშრომლები ტოვებენ. ისინი აცხადებენ, რომ პროექტის შესახებ არაფერი იცოდნენ და გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
JWT Metro მაისში შეუერთდა შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებას და ბოიკოტი გამოუცხადა რუსული კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენებსა და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დაიწყო დისკუსია, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპის უკან JWT METRO-ს იდგა, სააგენტოს დამფუძნებელმა ნიკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“, - დაწერა ბოჭორიშვილმა Facebook-ზე, რასაც სააგენტოდან წამოსვლის შესახებ თანამშრომელთა საჯარო განცხადებები მოჰყვა.
JWT METRO-ს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი ამბობს, რომ ბოჭორიშვილი კლიპის რეჟისორი არ ყოფილა და გადამღები გუნდის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.
„ეს ვიდეორგოლი არ ყოფილა გადაღებული სააგენტოს ფარგლებში. შესაბამისად, არც არავის დაუძალებია ჩვენთვის არასდროს, რაიმე გაგვეკეთებინა, ან არ გაგვეკეთებინა. ჩვენ ერთად ვნახეთ გუშინ. ახლა რომ ტყდება ყველაფერი ერთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი თავის თავზე აიღო, დანარჩენები იმალებიან. ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არასწორად მოგვექცა და ვერ ვეთანხმებით. ვერ გავაგრძელებთ ასე მუშაობას. ჩვენი სააგენტო, ფაქტობრივად, დაიშალა“, - აცხადებს ყიფიანი.
სააგენტოს სტრატეგიის ხელმძღვანელი სანდრო ჯავახიშვილი Facebook-ზე წერს, რომ პროექტის შესახებ გუნდმა არაფერი იცოდა: „სამწუხაროა, რომ კომპანიაში, სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე კარგს მაინც არაფერ ამბობს“.
JWT Metro-ს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, გიგი სარჯველაძის თქმით, კლიპის ხილვა ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმ ფაშიტურ პოლიტიკას, რასაც ამჟამინდელი მთავრობა ახორციელებს.
„ფაშისტი მთავრობის გამო ჩემი მეგობრების ყოველდღიურობა ჯოჯოხეთის ბოლო გაჩერებას ემსგავსება. მარტო ამ კვირაში 3 ჩემი ახლო მეგობარი ტოვებს ქვეყანას და თავით ეშვება სრულ ბურუსში უკეთესის იმედით. ასევე, ამ კომპანიის თანამშრომლებს ზოგს სახლთან ცემდნენ, ზოგს ტრანსპორტს პარავდნენ, უზიანებდნენ და ქუჩაშიც ტკბილ სიტყვებს არ აკლებდნენ“, - ამბობს სარჯველაძე. მისივე თქმით, სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა, რადგან არ სურს იყოს „იმ ადამიანთან თუ კომპანიასთან იყოს, რომელიც ფაშისტურ წყობილებასთან რაიმე სახით თანამშრომლობს“
კომპანია დატოვა კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის, გიკა მიქაბერიძემ, ლიკუნა ხაზარაძემ, ნინო დვალმა და სალი ნიკოლაიშვილმა.