თბილისის საკრებულო „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით არჩეულმა წევრმა, 21 წლის ლუკა ძაძამიამ დატოვა. თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას კერძო სექტორში მუშაობა აქვს გადაწყვეტილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ლუკა ძაძამია Facebook-ის პირად გვერდზე 18 ნოემბრამდე აქტიურად აზიარებდა საკრებულოს სიახლეებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის თანამდებობიდან გაუშვეს.
„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას“, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
ლუკა ძაძამია, რომელიც წარსულში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე იყო, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. ძაძამია „ქართული ოცნების“ სიის პირველ ოცეულში მოხვდა.
„ლუკა ძაძამია არის ახალგაზრდა ადამიანი. ყველას გვეშლება ცხოვრებაში, შეუცდომელი არავინაა, მითუმეტეს როცა ხარ ახალგაზრდა. მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. ყველას მოგვდის, შეუცდომელი არავინაა. შესაბამისად, ახსნა-განმარტებები გაკეთებული იყო მის ქმედებებთან დაკავშირებით, მის აწმყოსთან დაკავშირებით, მომავალთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს. არანაირი პრეტენზია არ ყოფილია „ოცნების“ მხარდამჭერებისგან“, - თქვა კალაძემ.
ლუკა ძაძამია საკრებულოს წევრი სამი კვირა იყო. 20 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ძაძამიას განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ის წერს, რომ ტოვებს „მე-8 მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას სხვა სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მიზნით“.
