„საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება“, - განაცხადა საქარტველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სადაც მან თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენციის - „გარდამტეხი წელი“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
ზურაბიშვილის თქმით, საქართველო თავს ყოველთვის ევროპულ ქვეყნად ხედავდა და დასავლეთს უყურებდა, რადგან სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან.
„დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა. ტრაგედიაა, როცა ზოგი, არ ვამბობ, რომ ჩვენ, მაგრამ ზოგი ჩვენს მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. ეს ტრაგედიაა, როცა იწყებ არევას და არ იცი, სადაა შენი მთავარი ორიენტაცია. ეს ტრაგედიაა ადამიანისთვის, ინდივიდისთვის და ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ყოველთვის იცოდა, როგორ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ღირებულებები და კულტურული ფასეულობები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად ომს უცხადებს ქვეყნის პარტნიორებს და ასევე, საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს.
„წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც მათი ოცნებაა, და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის. ქართველმა ხალხმა ქუჩაში გამოსვლით უკვე ორჯერ თქვა - შარშან და წელს ძალიან მკაფიოდ, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სჯერა, საქართველოს მოსახლეობა თავის სიტყვას არჩევნებზე იტყვის.
თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენცია - „გარდამტეხი წელი“ 2 სექტემბერს გაიხსნა. ღონისძიებას ქართული ოპოზიციის წევრები, უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მკვლევრები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის არიან საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიანე და მარკეტა გრეგოროვა.