საქართველოს პროკურატურამ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორისა და პროპაგანდისტის, გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყება საქმეს „ცრუ დასმენის“ მუხლით იძიებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება 16 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო. საფუძველი გახდა „შაბათის ფორმულას“ მიერ, 2026 წლის 17 იანვარს მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც წყაროზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ გოგა ხაინდრავას 2016-2017 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ქვეყანაში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები უკანონოდ, თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა.
ხაინდრავამ სიუჟეტი „ქვეყნის ღალატად“ შეაფასა და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყება მოსთხოვა. პარალელურად, „ფორმულას“ წინააღმდეგ ის სამოქალაქო წესით სასამართლოშიც დავობს და „პატივისა და ღირსების შელახვისთვის“ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
16 ივნისს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე ტელეკომპანიის ადვოკატმა, ეთერ ქათამაძემ განაცხადა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმებიან და სასამართლოში წარადგინეს 120-გვერდიანი მტკიცებულებები, რის გამოც მოსამზადებელი სხდომა 1-ელ ივლისამდე გადაიდო.
„ცრუ დასმენის“ მუხლით გამოძიების დაწყება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აღქმულია, როგორც დაშინების მექანიზმი. ეს აიძულებს ჟურნალისტებს, გაამჟღავნონ წყაროები ან თავი შეიკავონ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემების გაშუქებისგან, რათა თავი აარიდონ სისხლის სამართლებრივ დევნას.
