ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის მათაც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
„აქამდე ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 40 000 ლარის წლიური შემოსავლის ქვემოთ მყოფი პირებისთვის. ამ ცვლილების შემდეგ, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უკვე ხელმისაწვდომი ხდება წლიური 25 000 ლარის ფარგლებში ყველა მოქალაქისთვის, მისი შემოსავლის მიუხედავად.
ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაათანაბრებს ხელმისაწვდომობას კიბოს სამკურნალო საშუალებებზე - ქიომიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია და ის საშუალებები, რაც დღეს ყველაზე ეფექტურია და თანამედროვე გაიდლაინებით არის რეკომენდირებული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.
გასულ თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, წელიწადში 300-მდე ბავშვის მკურნალობას ისრაელში, ესპანეთსა და თურქეთში სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია - თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად განცხადებების მიღება 24 ივლისიდან მიმდინარეობს.
