„რეჟიმმა, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ, გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში“, - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს კოალიცია „ცვლილებისთვის“ გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
როგორც კოალიციის და პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ.
„პარტიები, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებებსა და რეჟიმებს ცვლის ხალხი. [...] საქართველოს ისე, როგორც არასდროს სჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რაც აუცილებლად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით. დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი“, - განაცხადა თევზაძემ კოალიციის სახელით ამართულ ბრიფინგზე.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად მოამზადა სარჩელი, რომლითაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვა საკონსტიტუციო სარჩელით არ არის მოთხოვნილი. როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ამის მიზეზი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაა.
ამასთან, „ქართული ოცნება“ აკრძალვით ემუქრება ისეთ პოლიტიკურ პარტიებსაც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“ და „რესპუბლიკური პარტია“. პაპუაშვილის თქმით, „ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“, რადგან „სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ“.
„ქართული ოცნების“ სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნებს.
