„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. მისი თქმით, „ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას“, რაც გადასახედია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
- 6 „წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო“ – კუპრაძე „ლელოს“ აკრძალვის შესახებ სარჩელზე
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სოციალურ შემწეობას 461 796 პირი (129 110) ოჯახი იღებს.
„რეალურად, სიღარიბის მაჩვენებელი გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოში განახევრდა - იყო 20%-ზე მეტი და შარშანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 9.4%-მდე. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4300 დოლარი, დღეს დაახლოებით 9200 დოლარამდეა გაზრდილი ერთ სულ მოსახლეზე და პირველად ისტორიაში, გადასცდება 10 ათას დოლარს. ანუ, ეკონომიკა გაიზარდა დოლარში ორჯერ და მეტად, ლარშიც გვქონდა სწრაფი ზრდა.
ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება. პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ, ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას. პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი.
გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან... მოგეხსენებათ, რომ კოვიდის დროს, ობიექტური მიზეზების გამო, გარე ფაქტორების გამო მკვეთრად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, ეკონომიკა შემცირდა 6%-ით, ამან გამოიწვია, ბუნებრივია, ბიუჯეტში პრობლემები, სოციალური პრობლემები და გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული - შესაბამისად, არათუ აკლდებოდა რაოდენობა, ემატებოდა, თუმცა ამას არ აქვს კავშირი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან“, - განაცხადა კობახიძემ „ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას.
ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა „ძალიან სწრაფად ვითარდება“, თუმცა, „ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით, მაგალითად, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას - ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი“. „ქართული ოცნების“ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს 350 000 თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბეში ცხოვრობს.
