„გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, 2026-2035 წლების ჩათვლით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 31 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
კობახიძის თქმით, ეს უნდა იყოს ლაკონიური დოკუმენტი, რომელშიც „გაწერილი იქნება კონკრეტული მიზნები და ამოცანები და მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები“.
„გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყო ლაკონიური დოკუმენტი, რომელშიც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები და მიზნები და ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ვადები.
მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება და გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას.
აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ დაამტკიცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო „გააგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მიზნით“. იმავე დღეს, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
