„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრწანისის ტერიტორიაზე, „იგლ ჰილსის“ პროექტში, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, 257 ბინა გაიყიდა, საიდანაც 147 ბინა ქართველებმა, 110 კი უცხოელებმა იყიდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
კობახიძის თქმით, კვადრატული მეტრის საწყისი ფასი 1 650 დოლარი იყო.
„რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები, ქართველი მყიდველების წილი, დარწმუნებული ვარ, ბევრად მაღალიც იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება. დანარჩენს დავაკვირდებით. რაც შეეხება ე.წ. არაბიზაციას, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257 ბინიდან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
წინასწარ გაყიდული ბინების რაოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა თავად „იგლ ჰილსმა“. 3 თებერვლის პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების პირველი ფაზით გათვალისწინებული ერთეულები სრულად გაიყიდა, პირველი ფაზა კი 300-ზე მეტ საცხოვრებელ ერთეულს (პრემიუმ კლასის აპარტამენტები, თაუნჰაუსები, ვილები მდინარის ხედებით) მოიცავდა.
დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერმა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციას კიდევ ერთხელ უწოდა „უპრეცედენტო“, თქვა, რომ ის საქართველოს ეკონომიკას 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს და ყოველწიურად ბიუჯეტს საშუალოდ შვიდ მილიონ ლარს შემატებს.
2025 წლის 22 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალი ალაბარმა, ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებას. გარიგებით შეიქმნა ერთობლივი საწარმო - Eagle Hills Georgia, სადაც სახელმწიფო 33%-იან წილს ფლობს, ხოლო არაბული მხარე - 67%-ს. სახელმწიფომ კაპიტალში სტრატეგიული აქტივები შეიტანა: 590 ჰექტარი კრწანისის ტყე-პარკი და 260 ჰექტარი მიწა გონიოს სანაპიროზე. პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიებზე ორი ახალი ქალაქი აშენდება, რისთვისაც დაახლოებით 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.
„ქართული ოცნების“ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება კომერციული საიდუმლოების სტატუსს ატარებს.
ამ თემაზე:
