„ადამიანურად ძალიან დასანანია ის, რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის წინამორბედთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და ერთი პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა შეკითხვას პასუხი გავცეთ. 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ“, – უთხრა კობახიძემ მედიასთან.
ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, სჯერა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „უკანონო შემოსავლებს“ მიღების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა და ეს მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა.
„მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ყოველთვის ასე იყო. მე მინდა შეგახსენოთ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადი პირდაპირ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაღაცებს დასჭირდა თავისი დრო, შარშანდელი წელი იყო საკმაოდ საკმაოდ რთული, მათ შორის საარჩევნო წელი იყო, იყო პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი როგორც არასდროს და ამ პირობებში გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით, მათ შორის, ერთ-ერთია კორუფცია. როდესაც მუდმივად ცდილობენ, გარყიონ გარედან, ხელოვნურად, რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც“, – თქვა კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, საქმის კვალიფიკაცია ამ დრომდე უცნობია. სუს-ში 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. „მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე“, – აღნიშნა ემზარ გაგნიძემ, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა.
მანამდე, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, ასევე ძვირფასეულობა.
ამ თემაზე:
ფულის გათეთრების ბრალდებით გრიგოლ ლილუაშვილთან „დაკავშირებული პირი“ დააკავეს
