„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ახალი გუბერნატორები დანიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
„რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები. ახალდანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შევხვდი. ხაზი გავუსვი რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღვნიშნე, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს”, - განაცხადა კობახიძემ.

მცხეთა-მთიანეთში გუბერნატორად ალექსანდრე ზაგაშვილი დაინიშნა. 2024-2025 წლებში ის „ბორჯომჰესი“ პროექტის ტექნიკური მენეჯერი იყო. 2022-2024 წლებში მუშაობდა „არქმასტერის“ - პროექტის ტექნიკურ დირექტორად და მთავარ არქიტექტორად. 2017-2021 წლებში არჩეული იყო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნებიდან“.

შიდა ქართლში გუბერნატორის თანამდებობა სიმონ გულედანმა დაიკავა.
2024-2025 წლებში მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, 2017 - 2024 წლებში იყო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, მანამდე 2007 წლიდან დასაქმებული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე.

სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ზაალ გელაშვილია.
2022-2025 წლებში მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსად; 2016-2017 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსად; 2003-2015 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი.

გურიის გუბერნატორად გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა.
2021-2025 წლებში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, 2017-2021 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, 2012-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი ლევან ხარაბაძეა.
2024 - 2025 წლებში იყო შიდა ქართლის გუბერნატორი; 2021 - 2024 წლებში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; 2020 - 2021 წლებში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; 2019 - 2020 წლებში მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2018 - 2019 წლებში თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე; 2015 - 2018 წლებში თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2013 - 2015 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე; საპოლიციო სისტემაში ის 2003 წლიდან მუშაობდა გამომძიებლის, განყოფილების უფროსის, დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.
აპრილში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაყო. „ოცნებას“ დაანონსებული ჰქონდა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს დანიშნავდა, მაგრამ კობახიძემ რეგიონული განვითარების მინისტრად ქალაქ თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი დანიშნა. ამავე დროს, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. ამ თანამდებობას 2018 წლიდან თორნიკე რიჟვაძე იკავებდა. ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა შეცვალა.
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.
