ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი. 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ვაჟა აზარაშვილი წერდა სიმფონიურ და საესტრადო ნაწარმოებებს, მუსიკას სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის.
იგი ავტორია არაერთი ცნობილი სიმღერის, მათ შორისაა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ ჰიმნი - „დინამო, დინამო“.
„ფანატიკური სიყვარული მქონდა ფეხბურთის. ამ სიყვარულმა დამაწერინა ეტყობა. ჩვენებმა მოსკოვში ერევნის „არარატს“ 3:0 რომ მოუგეს, რა დამაძინებდა. აი, მაშინ დავწერე მელოდია, მორის ფორხიშვილმა - ლექსი და მერე „ივერიამ“ ჩაწერა“, - იხსენებდა ვაჟა აზარაშვილი რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში.
კომპოზიტორს სხვადასხვა დროს მინიჭებული ჰქონდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის და თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულები. იყო ღირსების ორდენის კავალერი.
