კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. სანქციის საფუძვლად კომისიამ ახალი ამბების პროგრამებში გამოყენებული ტერმინები დაასახელა, მათ შორის: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „რეპრესიული კანონები“ და ა.შ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, აღნიშნული ტერმინები ჟურნალისტებისა და წამყვანების სუბიექტურ შეფასებებს წარმოადგენს. მარეგულირებლის მტკიცებით, მაუწყებლის მხრიდან მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების პირადი დამოკიდებულებით გაშუქება კანონმდებლობით აკრძალულია.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე საფუძვლით უკვე ჰქონდა მიღებული ორი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შესაძლოა კომპანიის წლიური შემოსავლის 1%-მდე გაიზარდოს, თუმცა, ამჯერად, კომისიამ მინიმალური ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
მომდევნო ჯერზე კომისიას შეუძლია საჯარიმო თანხა მნიშვნელოვნად გაზარდოს ან კრიტიკული ტელევიზიის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელოს.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ ივნისშიც, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ტელეკომპანია „პირველი“. მაშინ ტელევიზია 2 500 ლარით დაჯარიმდა ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორებიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ოცნების გამოძიება“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“ და „არარსებული დანაშაული“.
კომუნიკაციების კომისიას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა ხელმძღვანელობს. პარლამენტიდან წამოსვლის შემდეგ, 2023-2025 წლებში, გულორდავა მუშაობდა პროსამთავრობო მედიაჰოლდინგ „ტელეიმედის“ ფინანსური მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურში. ამავე ჰოლდინგთან არის დაკავშირებული კომისიის კიდევ ერთი წევრი, ანი ვაზაგაშვილი, რომელიც 2024-2026 წლებში „ტელეიმედის“ იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
