თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ბიზნესმენი 8 ნოემბერს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სტეფანიანმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო-აპარტამენტი და მათი რეალიზაციის შედეგად ათეული მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო. ვლადიმერ სტეფანიანს კერძო საბაგიროს, კერძო სათხილამურო ტრისა და ტობოგანის უნებართვოდ მოწყობასაც ედავებიან.
დაკავების შემდეგ სტეფანიანს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლითაც წარუდგინეს. მას 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს ვლადიმერ სტეფანიანი ეტაპობრივად ასხვისებდა, რის შედეგადაც მისმა კომპანიამ შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. ბრალდების მხარის მტკიცებით, მიღებული თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.
„ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტების უხეში დარღვევით ახორციელებდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, რომლის მიზანიც მეტი შემოსავლის მიღება იყო. მხოლოდ 1 კორპუსიდან შემოსავალი 1 890 000 ლარს აღემატება. ჯამში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების დარღვევით აშენებულია 5 კორპუსი. შესაბამისად, საბოლოოდ დადასტურდება, რომ უკანონო შემოსავალი რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.
მასალებით დასტურდება და თავად ბრალდებულიც ადასტურებს, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურის განვითარება შესაბამისი „დაბა ბაკურიანის განაშენიანების“ გეგმის შესაბამისად ხორციელდება, საიდანაც თავდაპირველი ნებართვა გაიცემოდა და ის უხეშად, თვითნებურად რამდენიმე სართულის დაშენებას ახორციელებდა კორპუსზე. გამოძიების ინტერესს მშენებლობის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მხრიან შესაბამისი სამართლებრივი გადაცდომის საკითხიც წარმოადგენს. დასტურდება, რომ სისტემატურად ხორციელდებოდა უკანონო მშენებლობა. ამ ფაქტის რევიზია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოიკვეთოს სხვა ნებისმიერი პირის სამართლებრივი გადაცდომის საკითხი.
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მხრიდან იყო კონკრეტული რეაგირება, რომ რამდენჯერმე არის ის დაჯარიმებული. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 1 კორპუსი სანებართვო პირობების დარღვევით არის აშენებული, მსგავსად შესწავლის საგანია 4 საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სანებართვო პირობების დარღვევით არის განხორციელებული. ასევე, შესწავლის საგანია სათხილამურო ტრასა, საბაგირო ინფრასტრუქტურა, ტობოგანი.
ასევე, ტყის მასივის ნაწილის გაჩეხვის ფაქტებიც ფიქსირდება, საბაგიროს მოწყობისთვის და არის შესაბამისი დასკვნები და ტყის სააგენტოს მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა პროკურორმა დავით კაპანაძემ.
ვლადიმერ სტეფანიანმა დღეს, 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სიტყვით არ ისარგებლა. დაცვის მხარე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებს სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
