კულტურის სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქარაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო. ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა სამთავრობო ტელეარხის, „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ჩვენ, მართლაც, სამინისტროში დავიწყეთ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის, ლაშა ბაქრაძის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით პროცედურა. ამ პროცედურას სამართლებრივ ენაზე დისციპლინური პროცედურა ჰქვია.
ჩემთვის უცნობია, ბატონ ლაშას, მისი ახალი საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენად ახსოვს ისევ, რომ სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელია, ახსოვს თუ არა ის, რომ მე ვარ მისი ხელმძღვანელი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს და ამას ის ღიად აფიქსირებს.
ჩვენ არასდროს ამ პოლიტიკური დაპირისპირებისგან არ შეგვიქმნია პროფესიული და უწყებრივი პრობლემა. ამას მოწმობს ისიც, რომ მესამე წელი დასრულდა, რაც ამ სისტემას ვხელმძღვანელობ და მისი განსხვავებული პოლიტიკური აზრი არასდროს ყოფილა ჩემი განსჯის საგანი“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ლაშა ბაქრაძის საჯარო განცხადებას კულტურის სამინისტროში „უფრო მეტად“ ყურადღება მიაქციეს „როგორც მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადებას, რამდენად შეესაბამება ის იმ პოზიციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა“.
„მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ეს არის სახელმწიფო მუზეუმი და ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო ინსტიტუცია ჩვენს ქვეყანაში - 1930-იან წლებში ჩამოყალიბებული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბატონი ლაშა ბაქრაძე ზის გოგლა ლეონიძის სავარძელში და კაბინეტში. ეს ყველაფერი მას დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებს“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში სამინისტროში შექმნილ მასალებს გაეცნობა, რის შემდეგაც იმსჯელებენ, სხვადასხვა დისციპლინური სახდელიდან რომელი შეარჩიონ.
„შეიძლება ჩაითვალოს, რომ „არაუშავს, რა მოხდა“. წინასწარ ვერ გეტყვით, რა იქნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. რაც შეეხება პოლიტიკურ ჭრილში ამ განცხადებას, ეს ცოტა ღიმილისმომგვრელია ჩემთვის, რადგან ბატონი ლაშა სულ ორი თვეა, რაც პოლიტიკაში შემოვიდა და ორ თვეში მოახერხა, დაეწყო საკუთარი თავის მოკვლა“, - თქვა თეა წულუკიანმა.
ლაშა ბაქრაძემ 3 სექტემბერს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მმართველ პარტიას „ნახმარი სახეები“ ჰყავს.
„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, - თქვა მან.
მოგვიანებით ბაქრაძემ განმარტა, რომ ეს განცხადება სექსისტური არ ყოფილა და „გაცვეთილი სახეები“ იგულისხმა. „თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღითქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი. არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი“, - დაწერა ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსელში.