იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საბანკო ანგარიში დააყადაღა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინიტრო, ჩვენ თავს გვესხმის აღსრულების ეროვნული ბიურო.
დღეს მოგვივიდა წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცეთ ივანიშვილის ძალადობრივ რუსულ რეჟიმს.
მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენი კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები“, - აღნიშნა კუპრაძემ.
დღეს, 6 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ანტიკორუფციული ბიურო „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა.
ბიუროს განცხადებით, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. რაჟდენ კუპრაშვილის უწყების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, „თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან“.
გარდა ამისა, ბიურო „ლელო - ძლიერ საქართველოში“ მამუკა ხაზარაძის „შემოწირულებებთან დაკავშირებულ გარემოებებს“ სწავლობს, „რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით“.
აღსანიშნავია, რომ „ლელო - ძლიერ საქართველო“ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ორ თვეში, 4 ოქტომბერს გაიმართება.
