საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.76 თეთრი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.41 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალური კურსი 2.9348 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 30 ნოემბერს შევა.
ბოლო თვეებია, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესანარჩუნებლად დოლარის რეზერვებს ყიდის. მხოლოდ ოქტომბერში, ბანკმა 591.1 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ თანხის დიდი ნაწილი, 377.7 მილიონი აუქციონის გარეშე გაიყიდა, რის შესახებაც ცნობილი ნოემბრის ბოლოს გახდა. ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვას „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით“ ხსნიდა.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებზე. გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართა. დედაქალაქში, პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.
