რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„სამხრეთ ოსეთი რუსეთის ახლო მეგობარი და მოკავშირეა. ჩვენ გავაგრძელებთ მის დახმარებას უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.
ჩვენი შეფასებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას, საერთაშორისო საზოგადოებამდე 2008 წლის მოვლენების შესახებ სიმართლის და საგარეო კონტაქტების კუთხით თანამედროვე სამხრეთ ოსეთის შესაძლებლობების მიტანას“, - განაცხადა ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას.
სერგეი ლავროვის თქმით, დღეს „სამხრეთ ოსეთი“ წარმატებით ვითარდება, როგორც დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო, აშენებს თანამედროვე ეკონომიკასა და სოციალურ სექტორს, ზრდის საგარეო ვაჭრობას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახროციელებს.
ლავროვი განვითარებასა და უსაფრთხოებაში დახმარებას დაჰპირდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცსაც.
„ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებში კომპლექსური დახმარების გაწევას. ეს სრულად შეესაბამება ჩვენი ხალხების ინტერესებს“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის ხელისუფლება მოელის, რომ აფხაზეთში ტურიზმის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება კერძო ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
